თავდაცვის სამინისტროში სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის სწავლების საკითხზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
საგნისთვის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საჭირო სახელმძღვანელოს შემუშავებაში უწყება ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურთან და განათლების სამინისტროსთან ერთად იმუშავებენ. დასრულების შემდეგ კი, სახელმძღვანელო თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტს გადაეგზავნება.
სწავლება შემდეგი სემესტრიდან საპილოტე რეჟიმში 14 შერჩეულ სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება.
უკვე ცნობილია, რომ გაკვეთილებს აერა სკოლის პედაგოგები, არამედ გადამზადებული სამხედრო მოსამსახურეები ჩაატარებენ.