19 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტიდან გაფლანგული 2 მილიონი და ჩატარებული მხოლოდ 2 ღონისძიება - მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის მუშაობის შედეგი

აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით შექმნილმა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა მუშაობა ისე დაიწყო და დაასრულა, რომ ორი მილიონი გაიხარჯა და მხოლოდ ორი ღონისძიება ჩატარდა.

დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია, რომელმაც აუდიტის დასკვნით, თბილისელების ფული, პრაქტიკულად გაფლანგა, თავის მართლების რეჟიმში იყო.

მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი მერიამ 2015 წელს შექმნა, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქამრების შემოჭერის საყოველთაო პოლიტიკა გამოაცხადა. აუდიტის დასკვნით, დგინდება, რომ ცენტრმა ბიუჯეტის 74 პროცენტი ხელფასებში დახარჯა და მხოლოდ 26 პროცენტი მოახმარა ორი ღონისძიების ჩატარებას.

უწყების შექმნას ისევე როგორც მის ლიკვიდაციას მხარი საკრებულომ დაუჭირა.  საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ცენტრის მიზანი მისი გრძელვადიანი და ეფექტური საქმიანობა უნდა ყოფილიყო.

საპირისპიროს აცხადებს საკრებულოს უმრავლესობის იმდროინდელი წევრი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ცენტრის პირველადი მიზნები შესრულდა და საკითხი ამით ამოიწურა. რიმა ბერაძე ამბობს, რომ ცენტრმა მეწარმეებს ხელი მართლა შეუწყო.

ოპოზიციის აზრით, ცენტრის შექმნის მიზანი დავით ნარმანიას სკანდალების შედეგად გათავისუფლებული მოადგილის დასაქმება იყო, ხოლო შედეგი კი გაფლანგული მილიონები.

დღის ამბები