19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"რუსულ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მარტო ამ ორგანიზაციის საქმე" - გრიგოლ ვაშაძე სოფელ ატოცში ჩავიდა 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გაერთიანების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ატოცში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, სწორედ ამ მოძრაობის აქტიურობის შედეგად მოხერხდა ე.წ. ბორდერიზაციის შეჩერება. ვაშაძე ამბობს, რომ მნშვნელოვანია, გაგრძელდეს საზოგადოების აქტიურობა.

გრიგოლ ვაშაძე ადგილზე მყოფ სამართალდამცავებსაც ესაუბრა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული საოკუპაციო ჯარების მცდელობა ბორდერიზაციის და ოკუპაციის ხაზის ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწევის,  არის გაჩერებული და გააჩერა ეს სამოქალაქო საზოგადოებამ, გააჩერა ეს დათო ქაცარავას ორგანიზაციამ და გულანთებულმა პატრიოტებმა. დეოკუპაცია, რუსულ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მარტო ამ ორგანიზაციის საქმე, ყველა ჩვენის საქმე არის, ეს ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხი არის და რახან რუსული მანქანა შეაჩერეს ესე იგი ეს შესაძლებელი ყოფილა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტიკოსების აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა. დავით ქაცარავას თქმით, ის ისურვებდა, რომ ყველა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსმა სოფელ ატოცში გახსნან საველე კაბინეტები და შეუერთდნენ ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ.

„აქ არა მარტო ბატონი გრიგოლი და მისი თანამოაზრეები უნდა იყვნენ, არამედ ყველა პოლიტიკოსი უნდა ამოდიოდეს აქ. მე ერთსაც ვისურვებდი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა აი აქ გახსნან თავისი საველე კაბინეტები, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, აი აქ გახსნან, ატოცში გახსნან თავისი საველე კაბინეტები, აი აქ გადმოცხოვრდნენ და ჩვენ ერთად შევაჩერებთ ოკუპაციას,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები