19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
"ეს დაადასტურა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ ეს მაინც იყო დემოკრატიული არჩევნები" - დიმიტრი ცქიტიშვილი

„ერთია, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებელი მისიების დასკვნები, რომელიც ცალსახად აღიარებს, რომ ეს არჩევნები იყო დემოკრატიული,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებას სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამკვირიანი შუალედით სომხეთსა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გააკეთა. 

სომხეთის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაში წერია, რომ საარჩევნო პროცესი სომხეთში ცალსახად სარგებლობდა ხალხის ფართო ნდობით და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით. საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას კი, სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. 

უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 

„ერთია, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებელი მისიების დასკვნები, რომელიც ცალსახად აღიარებს, რომ ეს არჩევნები იყო დემოკრატიული, თუმცა, აღიარებენ რაღაც გარკვეულ ხარვეზებს. გასაგებია, რომ შესაბამისად, ეს არჩევნები იყო პოლარიზებული და შესაბამისად, ესეთი ფორმა მიიღო საარჩევნო კამპანიამ, თუმცა, მე ვერ ვიტყოდი და ეს დაადასტურა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ ეს იყო მაინც დემოკრატიული არჩევნები და მე ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებულ ტესტის არ ჩაბარებასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

დღის ამბები