„პატრიოტთა ალინსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი პარლამენტში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პარალელს „რუსთავი 2-ის" საქმიანობაზე ავლებს.
ის “რუსთავი 2-სა" და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ქვეყნის მოღალატეებად აცხადებს.
"მოღალატე "რუსთავი 2 "აცოცხლებთ ნაციონალების სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია,"- ამბობს კვიციანი.
გუშინ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.