ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა. თანაპარტიელების ნდობის გამოცხადების შემდეგ ტერეზა მეი ბრექსიტზე ევროკავშირისგან ახალი გარანტიების მიღებას შეეცდება, კერძოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვრის საკითხზე.
თუმცა ცნობილია, რომ ბრიუსელი არსებული გარიგების პროექტზე ხელახალი მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს. დავა ამ თემაზე ბრიტანეთის პარლამენტშიც და მთავრობაშიც დიდი ხანია, მიმდინარეობს.
პრემიერმინისტრს თანაპარტიელების ნაწილიც დაუპირისპირდა, შედეგად კონსერვატორებმა ლიდერის ნდობის საკითხი კენჭისყრაზე გაიტანეს.
თუმცა ტერეზა მეიმ პარტიის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრის პოსტიც შეინარჩუნა, რადგან მას 200-მა თანაპარტიელმა მხარი დაუჭირა, უნდობლობა კი მხოლოდ 117-მა კონსერვატორმა გამოუცხადა.