19 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გაგრძელდა

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა გაგრძელდა.

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელში სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსის რამდენიმე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათგან ერთ-ერთი მთავარი ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულების ნორმას ეხება.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულებამ და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილმა დღეისთვის მოქმედმა სხვა ​ნორმებმა მათ დეკანოზის სრულყოფილად დაცვის საშუალება არ მისცა.

მათი განცხადებით, ნორმები ბუნდოვანია და პროკურატურას ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, რის გამოც, მათ მოწმეთა გამოკითხვები ვერ მოახერხეს, ვერ გამოიყენეს კერძო ექსპერტიზა და დაცვის სხვა სახის მექანიზმები.

დეკანოზის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გაუთქმელობის ვალდებულების გამო, მათ ვერ მოახერხეს დეკანოზის რეპუტაციის დაცვაც, პარალელურად კი, პროკურატურას ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების ექსკლუზიური უფლება.

ადვოკატები სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვისაც ამზადებენ.

დღის ამბები