19 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ცუდი განცხადება - რომან გოცირიძე მარგველაშვილის მიერ პოლიტიკური გარემოს შეფასებაზე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას აკრიტიკებს.

მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს შეფასებისას აღნიშნა, რომ ახლა „ქართულ ოცნებაში“ არიან „პორტირებული ნაციონალები“ და ეს „პორტირებული ნაციონალები“ „ექსპორტირებულებს“ უყვებიან, რა დააშავეს ჭეშმარიტმა „ნაციონალებმა“.

რომან გოცირიძისთვის მიუღებელია მარგველაშვილის შეფასება, რომ, თითქოს, ქვეყანაში არსებული ცუდი მდგომარეობა პორტირებული ნაციონალების ბრალია. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყოველთვის მმართველ ძალას ეკისრება.

„თურმე უმრავლესობა რომ ასე ცუდად მუშაობს, ეს ყოფილა პორტირებული ნაციონალების ბრალი. პორტირებული ნაციონალები და ასე ვთქვათ, ყველა სჯულის მიმტმასნელი ადამიანი ყოველთვის არის და ყოველ პარტიაში და ხელისუფლებას ეტმასნებიან მაშინ, როდესაც უნდათ სარგებელი. ეს განცხადება არის ცუდი განცხადება და, თითქოსდა, „ქართული ოცნების" მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და ის გუნდი, რომელიც ატარებს პოლიტიკას, ის არ იყოს დამნაშავე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში და ასე ვთქვათ, წვრილფეხა გადაბარგებულ ნაციონალებს აბრალებს წარუმატებლობას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები