პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზება თელავიდან გომბორის უღელტეხილზე ხდება. გომბორის გზაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.
სამართალდამცველების ნაწილი თელავიდან გომბორზე სპეციალური ავტომობილებითა და სატვირთო მანქანებით მიიყვანეს.
მიზეზი, რომლის გამოც უღელტეხილზე პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზება ხდებ, უცნობია. გომბორის გზაზე იკრიბებიან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეები და ლიდერები.
საავტომობილო გზაზე ამ დრომდე გადაადგილდებიან სამთავრობო ავტომობილები, რომლებიც თელავს ტოვებენ.
სავარაუდოდ, პოლიციელების მობილიზება სწორედ იმიტომ ხდება, რომ ინაუგურაციაზე მყოფმა სტუმრებმა კახეთი უსაფრთხოდ დატოვონ.
გომბორის მთაზე კი ცოტა ხანში ოპოზიცია განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ისინი იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ, რომლის განხორციელებასაც დღეიდან აპირებენ.