19 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
თეთრმა სახლმა და ფედერალურმა უწყებებმა მუშაობის ნაწილობრივ შესაწყვეტად მზადება დაიწყეს

თეთრმა სახლმა და ფედერალურმა უწყებებმა მუშაობის ნაწილობრივ შესაწყვეტად მზადება დაიწყეს. მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე არსებული უთანხმოებაა.

კონგრესში დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან 5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, რომელიც კედლის მშენებლობისთვის დაიხარჯება.

დემოკრატი სენატორის, ჩაკ შუმერის განცხადებით, პრეზიდენტმა უნდა გაიგოს, რომ კედლის მშენებლობის მომხრეები არც ქვედა პალატაში და არც სენატში არ არსებობენ.

ერთი კვირის წინ კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კედელი ნაწილობრივ მზადაა და დემოკრატები ამ პროექტზე თანხის გამოყოფას თუ არ დათანხმდებიან, მშენებლობა მაინც დასრულდება.

 

 

დღის ამბები