19 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა განხორციელებული რეპრესიების შესახებ ინფორმაცია საია-ს მიაწოდეს

ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებსა და მათი წევრების დაკავების შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორს მიაწვდიან. დღეს ასეთი შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიმართა.

ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეპრესიულ ქმედებებზე ისაუბრა შეხვედრის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა ველისციხეში, როდესაც აქციის მონაწილეები თელავში საპროტესტო აქციის გასამართად მიდიოდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს კი მოლაპარაკებებში ხედავს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა.

„ძალიან ძალადობრივ და არაჯანსაღ ფონზე ვაპირებთ ლაპარაკს, რაც დღეს ხელისუფლებამ შექმნა. ჩვენ ვთვლით, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი - მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ვაპირებთ, რომ ეს გეგმებიც გავაცნოთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები