ევროპული საქართველოს ბოიკოტთან დაკავშირებით, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იყო დაგეგმილი, ევროპულმა საქართველომ კი სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობის დროს დატოვა დარბაზი.
ტყემალაძის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა.
„პრიორიტეტი შეეხებოდა ზუსტად ჩვენი მოსახლეობის მიმართ ძალიან აქტუალურ საკითხებს, გადადგმულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება ადამიანების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას. ადამიანები, რომლებიც ათეული წლებია, ცხოვრობენ ფართში, დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებებით, ათეულ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. სამწუხაროდ, მათ ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებებზე გააკეთეს და გამოიჩინეს დღეს ბოიკოტი. შესაბამისად, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობა და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს სხდომა ნაციონალური მოძრაობის შემდეგ მმართველ გუნდთან დიალოგის რესურსი ვეღარც ევროპული საქართველოს დეპუტატებმა ვეღარ დაინახეს.
ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. შეგახსენებთ საკრებულოს სხდომებს კი ბოლო კვირებია, ნაციონალური მოძრაობის წევრები ასევე პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.