19 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს რომ, ესაძლოა მიხეილ კალანდია დააკავონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევიდან ერთი წლის შემდეგ, მიხეილ კალანდია დააკავონ.

გიორგი გახარაის უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა უცვლელია და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ყველა იმ პირის დასჯას მოითოვს, ვინც დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის მტკიცებულებების განადგურებას ხელი შეუწყო.

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში რომელიმე პირის დაკავება მოხდეს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.

„გამორიცხული არაფერია. ბატონმა ზაზამ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რისი გაცემის შესაძლებლობა და რა მოცულობითაც მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას კანონი გვაძლევდა, სამინისტრო, როგორც კი უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები