19 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"მივესალმები მინისტრების სიარულს" - ლევან გოგიჩაიშვილი შს მინისტრის პარლამენტში მისვლის შესახებ საუბრობს  

"მე საერთოდ მივესალმები მინისტრების სიარულს და ვფიქრობ, რომ თუ ესე არ გაგრძელდება, ყველასთვის არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად" - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა შს მინისტრის პარლამენტში მისვლაზე საუბრისას გააკეთა.

გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტთან თანამშრომლობა აუცილებელი საკითხია. 

დეპუტატების შეკითხვებს გიორგი გახარია 2 დღეში, 21 დეკემბერს უპასუხებს. მინისტრის წერილობითი დასტური, პარლამენტში უკვე მიიღეს. შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენის მიზნით მიდის.

„მინისტრის გამოჩენა პარლამენტში, არ იქნება კვირის მთავარი მოვლენა, ეს ერთი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ალბათ კითხვები იქნება ბევრი, თუ არ იქნება თანამშრომლობა პარლამენტთან, საერთოდ ბევრი რაღაც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმიტომ, რომ პარლამენტთან ურთიერთობა ნიშნავს საქართველოს მოსახლეობასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ პარლამენტი არის საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენელი. მე საერთოდ მივესალმები მინისტრების სიარულს და ვფიქრობ, რომ თუ ესე არ გაგრძელდება, ყველასთვის არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად. არავის არავისი არ უნდა ეშინოდეს, თუ ადამიანებს არ შეუძლიათ ლაპარაკი, მინისტრებს ოპოზიციასთან, თუნდაც ყველაზე რადიკალურ ჯგუფთან, ვთქვათ ნაციონალური მოძრაობა როგორც არის, დესტრუქციული. მაშინ მე მგონი ეს პრობლემაა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები