19 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
დაპირისპირება რესტორან "ლა ტრუფეში" ნიკა მელიასა და "ოცნების“ მომხრეებს შორის - დასკვნითი სხდომა საქალაქო სასამართლოში

საქალაქო სასამართლოში "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის შესახებ დასკვნითი სხდომა იმართება. ინციდენტის მონაწილე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაა. სასამართლო სხდომაზე შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდეს.

დაპირისპირება ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის, რესტორან „ლა ტრუფეში“ 2013 წლის 12 მაისს მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროცესი უკვე 5 წელია გრძელდება.

ნიკა მელიას მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ბრალი ხულიგნობის მუხლით წარუდგინეს.

ადვოკატი გიორგი გელხაური იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ნიკა მელიას უდანაშაულოდ ცნობს.

„არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და მათ შორის, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს წინაშე მოწმეებმა დააფიქსირეს ჩვენებები. არც ერთ ჩვენებაში და არც ერთი მოწმე არ ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას აღნიშნულ საქმეში. უფრო მეტიც, ისინი არ საუბრობენ, რომ ნიკანორ მელიამ მიიღო რაიმე სახით მონაწილეობა დაპირისპირებაში, იმ ჩხუბში და დებოშში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომლითაც ნიკანორ მელია უნდა ცნოს უდანაშაულოდ,“ - აცხადებს ადვოკატი, გიორგი გელხაური

დღის ამბები