თამარ ჟვანია, გიორგი ჯავახიშვილი, ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია - ცესკო-ს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართეს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები შესთავაზეს.
ცესკოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ” კი მარიამ შელეგია წარადგინა.
აღნიშნული 4 კანდიდატის გარდა, არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ დამატებით კანდიდატურა თავად დაასახელოს და წარუდგინოს ცესკოს, საიდანაც შერჩეული კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.
პრეზიდენტთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, საკუთარ კანდიდატურებს არ დაასახელებენ „საია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად არ მივიდნენ.
ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას კანდიდატურა მისაღებია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის მეორე ვადით აირჩიონ.