03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ტრაბზონში მომხდარ ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ტრაბზონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი - მძიმედ დაშავდა.

30 წლის მანანა აბრალავასა და 22 წლის ხატია ჯინჭარაძეს სამარშრუტო ტაქსი ტრაპზონში გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა. აბრალავა ადგიზლე გარდაიცვალა. მას, სავარაუდოდ, თავის საცხოვრებელ სახლში გურიის რაიონის სოფელ გურიანთაში დღეს გადაასვენებენ.

მძიმედ დაშავებული ჯინჭარაძე კი ოჯახის წევრებმა სამკურნალოდ უკვე ბათუმში გადმოიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტვინის შერყევა აქვს.

დღის ამბები