30 ივნისი 2024,   12:26
ვრცლად
დონალდ და მელანია ტრამპებმა ამერიკელ ბავშვებს საშობაო დღესასწაული მიულოცეს

ამერიკელ ბავშვებს შობის დღესასწაული პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მიულოცეს.

დონალდ და მელანია ტრამპები საშობაო ვახშმის შემდეგ იმ ბავშვების სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ, რომლებიც ნორადის სააგენტოში რეკავდნენ და სამხედროებს სანტა კლაუსის ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ.

7 წლის ბავშვის ზარს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა და კითხვაზე, მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფება სანტა, შემხვედრი კითხვით უპასუხა. "შენ კიდევ გჯერა სანტასი?" - დაინტერესდა პრეზიდენტი და დაბნეულ ბავშვს ნატვრების ასრულება უსურვა.

დღის ამბები