19 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ლარი შეიძლება მხოლოდ იმისგან გაიაფდეს თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები - ქობულია

„ლარი შეიძლება ამ სიტუაციაში მხოლოდ იმისგან გაიაფდეს თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები,“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიამ ეროვნული ვალუტის შესახებ პარლამენტში ისაუბრა. ის დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგა.

მინისტრი ამბობს, რომ გაუგებარია როგორ უნდა გაიაფდეს ლარი, როდესაც დოლარის მოცულობა ქართულ ეკონომიკაში დიდია. 

„ძირითადი გზავნილი აქ შემდეგია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა და ის შეიძლება იყოს გამყარებული კიდევაც, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნება სტაბილური, საიდან მოგვაქვს ჩვენ ეს აზრები, ეს არ არის ჩვენი განცდა. ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში, დოლარი უნდა გავიდეს სადღაც ან იმპორტში უნდა გავიდეს. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017-2018 წლებს შორის, ლარი ნაკლები კი არა, 65 მილიონი დოლარით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი. ლარი შეიძლება ამ სიტუაციაში მხოლოდ იმისგან გაიაფდეს თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ამას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება,"- განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები