09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ

ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ.

ამჯერად სამსახურში პილოტები არ გამოცხადდნენ, რის გამოც უკვე 700-ზე მეტი რეისი გადაიდო.

მფრინავები კომპანიის ხელმძღვანელობისგან საპენსიო შეღავათების შემოღებას მოითხოვენ.

გაფიცვა მესამე დღეა გრძელდება და უკვე 80 ათასზე მეტი მგზავრი დაზარალდა.

დღეს „ლუფტჰანზამ” დამატებით 90 რეისიც გააუქმა. მიზეზი იტალიური ავიაკომპანია "ალ იტალიის" სადისპეტჩეროების გაფიცვა გახდა.

დღის ამბები