09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
55 დაღუპული და 200-ზე მეტი დაშავებული - იემენის დედაქალაქში რამდენიმე ტერაქტი მოხდა

იემენის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სამი ძლიერი აფეთქება მცირე ინტერვალით სანაას ორ სხვადასხვა მეჩეთში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 55 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 200-ს აჭარბებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა იმ დროს აიფეთქეს თავი, როდესაც სალოცავებში მორწმუნეები პარასკევის ლოცვაზე იკრიბებოდნენ.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ხელისუფლება მომხდარში ალ-ქაიდას ადანაშაულებს. თუმცა დაჯგუფება ტერაქტებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები