09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ბელორუსს და ყაზახეთს ერთიანი ვალუტის შემოღებას სთავაზობს

ვლადიმერ პუტინი ბელორუსს და ყაზახეთს ერთიანი ვალუტის შემოღებას სთავაზობს.

განცხადება ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა ასტანაში გააკეთა, სადაც საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

პუტინს მიაჩნია, რომ დროა რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა დაიწყონ მოლაპარაკება სავალუტო კავშირის შექმნაზე.

მისი თქმით, კოორდინირებული მონეტარული პოლიტიკა მათ ერთიანი ბაზრის დაცვასა და ფინანსურ-ეკონომიკური საფრთხისაგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

გარდა ამისა, პუტინი მოკავშირეებს ახალი საბაჟო კოდექსისა და ენერგომატარებლების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებასაც სთავაზობს.

დღის ამბები