19 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
„დღეს ვნახეთ საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც გაიხადეს მანტია და პოლიტიკურ მოედანზე შევარდნენ"- იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს ისტერიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შეფასებებს უწოდებენ და ამბობენ, რომ მოქმედი მოსამართლეები თავის შეკავებას ვეღარ ახერხებენ.

გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ არიან ისტერიულ მდგომარეობაში აღარ ერიდებიან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, ისინი არიან მოქმედი მოსამართლეები და მათ მართებთ მეტი მოთმინება,“ -აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილის განცხადებით, გვრიტიშვილი თავად არის იმ სიაში, რომელიც პარლამენტმა დაიწუნა, თუმცა ჯერ უკან დაბრუნებული არ არის.შესაბამისად, საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ მოსამართლეებს თავის შეკავება მართებთ.

ანა დოლიძის თქმით, კი მოქმედ მოსამართლეებს საერთოდ ეკრძალებათ პოლიტიკური დებატებში მონაწილეობის მიღება, თუმცა მათ ეს სტანდარტი დაარღვიეს და პოლიტიკურ მოედანზე შევარდნენ.

„დღეს ვნახეთ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც ფაქტობრივად, გაიხადეს მანტია და პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე შევარდნენ. მათი სურვილია, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში იმ ჯგუფის მხარეს, რომლისთვისაც არ ყოფილა არც გირგვლიანის საქმე, არც ზერეკიძის საქმე, არც ყუფარაძის საქმე, არც მოლაშვილის საქმე და არც ერთი საქმე, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორია და მოიყვანა, სხვათა შორის, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. ეს მოსამართლეები ამ ქმედებით არღვევენ ეთიკის კოდექსს , ვინაიდან მათ ეკრძალებათ პოლიტიკური აზრის გამოთქმა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა,”-ამბობს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეკა ბესელიას და მის გუნდს უპირისპირდებიან. საგანგებო განცხადება მოსამართლეებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

ისინი ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს მუქარაში , სასამართლოზე ზეწოლასა და სასამართლოს საქმიანობაში  ჩარევაში ადანაშაულებენ.

მოსამართლეები აცხადებენ, რომ არასწორია მოსამართლეების განსჯა იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური რეჟიმის დროს ეწეოდა საქმიანობას. სერგო მეთოფიშვილის თქმით კი, ეკა ბესელია სასამართლოში საკუთარი კადრების გამწესებას ცდილობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები