"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. შალვა ნათელაშვილმა, ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2019 წელს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
„მინდა გამოვთქვა უდიდესი იმედი, რომ ჩვენი გმირი ხალხი ღორის წელიწადში პოლიტიკურ ღორებს მოიცილებს ხელისუფლებიდან. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კატასტროფულია განსხვავება სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის, ეს არის ქვეყანა, სადაც არ იქმნება სამუშაო ადგილები და მცირდება, სადაც არ იზრდება პენსია და შემოსავლები და მცირდება კატასტროფულად, სადაც გაძვირება გახდა ყოველდღიური მოვლენა. ხელისუფლების შეცვლა - ეს უნდა იყოს მომავალი ახალი წლის უმთავრესი ამოცანა,“ - განაცხადა შალვა ნათელა ნათელაშვილმა.