„საჭირო არის ძირეული რეფორმა,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ სასამართლო სისტემის შეფასებისას გააკეთა. გოცირიძის შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის ძირეული ცვლილებები არის საჭირო.
რომან გოცირიძე საკანომდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ასევე ამბობს, რომ მოსამართლეთა ნაწილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
„არავითარი შუალედური გამოსავალი ამ ვითარებაში არ არსებობს, ვინაიდან, სასამართლო სისტემა არის ძირმოჭმული და დამპალი და ამ მოსამართლეების ხელში შეუძლებელია საქართველოში იარსებოს სამართლიანმა სასამართლომ, ამიტომ, საჭირო არის ძირეული რეფორმა. ამ ხალხის ნაწილი უნდა წავიდეს დროზე, უნდა გადადგეს საკუთარი სურვილით და ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები, რათა არ განმეორდეს ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ მრავალი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.