„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის წევრები შეხვედრას გამართავენ.
კონსულტაციები 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. პარტიის ლიდერები გუნდის წევრებთან ერთად გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე მიმდინარე დაპირისპირებაზე იმსჯელებენ. საუბარის მთავარი თემა კი სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პროტესტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომა იქნება.
დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა, ეკა ბესელიას და რამდენიმე სხვა დეპუტატის გარიცხვის საკითხიც დადგეს.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი ოფიციალურად ორშაბათს დატოვა. ბესელიამ გადადგომის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის ათკაციანი სია დაასახელა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტში შევიდა.