19 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
რეკორდი ბოლო წლების განმავლობაში - 2018 წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა

2018 წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა - ეს არის რეკორდი ბოლო წლების განმავლობაში.

ტურიზმის მაჩვენებლები დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი 3 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. დღეს პრემიერმა იმ გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყანაში იგეგმება.

„რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. 2018 წელს, საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 მილიონ 679 ათას 544 ადამიანი. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველ დღე იზრდება. ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილ. შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან, 2018 წელს 3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტია, რაც  ასევე რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტურიზმის რაოდენობისა და შემოსავლების გაზრდის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულია სტუმრების მხრიდან ქვეყანაში თანხის შემოსული გაზრდილი თანხების შესახებ ისაუბრა. 

„ჩვენი შემოსავლები გაიზარდა 20%-ით ტურიზმისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვზრდით არა მარტო ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობას, არამედ საშუალოდ შემოსავალი ერთ ვიზიტორზე იზრდება. ანუ, ჩვენთან ჩამოსული ტურისტები არიან უფრო და უფრო მაღალ გადამხდელუნარიანი. ისინი უფრო და უფრო მეტ თანხას ტოვებენ ჩვენ ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები