19 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
„ბრძოლა შიგნით და არაგუნდური საქციელი დაკავშირებული იყო სასამართლოსთან" - ეკა ბესელია

„ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა. კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ ეკა ვესელია ამ ფაქტს ლონდონიდან აპროტესტებს და საპარლამენტო უმრავლესობას პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებს.

ბესელიას თქმით, დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან და ე.წ. ახლების გუნდთან დაიწყო, სასამართლოს და მოსამართლეების საკითხს უკავშირდებოდა.

ეკა ბესელია საქართველოში 6 იანვარს ბრუნდება. მისი თქმით, დეტალებზე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

„ბრძოლა შიგნით და ეს არაგუნდური საქციელი და ბევრი რამ, რაც გასცდა ეთიკის და პოლიტიკური ურთიერთობის წესებს, ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული სასამართლოსთან. პირველად ვთქვი საჯაროდ ამის თაობაზე, მაგრამ შიგნით ჩემი პოზიციები არასდროს დამიმალავს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.   

ამავე თემაზე
დღის ამბები