28 ივნისი 2024,   00:52
ვრცლად
პოლონეთში ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა

პოლონეთში ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქალაქ კოშალინში იმ დროს მოხდა, როდესაც თინეიჯერები ერთ-ერთ გასართობ ცენტრში მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

თამაშის წესების თანახმად, მონაწილეები ოთახში არიან ჩაკეტილი და გამოსასვლელად მათ თავსატეხები უნდა ამოხსნან.

რამ გამოიწვია ხანძარი ოთახში, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა გარდაცვლილი 15 წლის გოგოა, 25 წლის ბიჭი კი შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.

მომხდარის შემდეგ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა მსგავსი გასართობი დაწესებულების შემოწმება დაიწყო.  

დღის ამბები