16 სექტემბერი 2024,   22:49
ვრცლად
შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა 14 იანვრისთვის გახდება ცნობილი

შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა 14 იანვრისთვის გახდება ცნობილი.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ, გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიის შემადგენლობას შეარჩევს და უახლოეს მომავალში გააცნობს საზოგადოებას.

„შეწყალების კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად ჩამოყალიბდება და ამის შესახებ განცხადება გაკეთდება უახლოეს პერიოდში, ძველით ახალი წლისთვის,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

შეწყალების კომისიის უმრავლესობამ შემადგენლობა განცხადების საფუძველზე დატოვა. კომისიის ახალი წევრების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

2019 წელი პირველი იყო, როდესაც პრეზიდენტმა საახალწლო შეწყალების აქტი არ გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ციხის კარი მხოლოდ სამი პატიმარი ქალისთვის გააღო.

დღის ამბები