19 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის და საქმის მასალებს ამერიკელ სენატორებს აცნობს

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის და - ირინა ცააძე, საქმის მასალებს ამერიკელ სენატორებს აცნობს.

ირინა ცააძემ ვაშინგტონში ორი კონკრეტული ქეისი ჩაიტანა. ერთი კორტების საქმეს, მეორე კი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას ეხება.

დაკავებული გიორგი ცააძის და გეგმავს, დასავლელ პარტნიორებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

კორტების საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს, მანამდე კი მომხდარის დეტალებს ამერიკელი სენატორები გაეცნობიან.

ირინა ცააძემ განცხადება როი ბლანტის სახელზე უკვე შეიტანა.

„დღეს შევიტანე პირადად როი ბლანტის სახელზე ეს ორივე გახმაურებული საქმის ქეისი. ერთი არის კორტების სპეცოპერაცია, სადაც უკანონო პატიმრები არსებობენ საქართველოში და მეორე არის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. სადაც ხელი მიმიწვდება, მინდა, ვაცნობო ყველას დასავლურ ქვეყნებში, რა ხდება დღეს საქართველოში, როგორი დარღვეულია ადამიანის უფლებები,“ - განაცხადა ირინა ცააძემ.

დღის ამბები