09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
რუსეთი და აშშ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ

უკრაინასა და სირიაში განვითარებული მოვლენები რუსეთსა და დასავლეთს შორის პარიზში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საფრანგეთში ჩავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლორენ ფაბიუსსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა.

ჯონ კერიმ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა. სამსაათიანი მოლაპარაკებები მხარეებმა კონსტრუქციულად შეაფასეს და განაცხადეს, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები საერთაშორისო მასშტაბით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განახლებას აპირებენ. კერძოდ, მხარეები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად დაზვერვის მონაცემებს გაცვლიან.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა და რუსმა დიპლომატებმა დაადასტურეს, რომ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის კვლავ ბევრი საკითხია, რაზეც პოზიციათა თანხვედრა ვერ ხერხდება.

დღის ამბები