09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
რუსეთის არმია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მასშტაბურ წვრთნას ატარებს.

საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით, რუსეთის არმია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მასშტაბურ წვრთნას ატარებს. სწავლებაში 500–მდე ჯარისკაცი და 40 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებიც.

წვრთნის ფარგლებში, რუსეთის მექანიზირებული ბრიგადები ტაქტიკური დავალებების შესრულებაში ვარჯიშობენ.

სცენარის თანახმად, სამხედროებმა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა გაანადგურონ.

დღის ამბები