სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ. საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი და მინისტრები ტაძარში შუაღამისთვის მივიდნენ და წირვა-ლოცვას ბოლომდე დაესწრენ. წირვის დასრულების შემდეგ კი მათ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცეს.
პრემიერმა შობა, საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მიულოცა. მან პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზეც ისაუბრა.
“საშობაო ეპისტოლეში მოვისმინე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს“-განაცხადა პრემიერმა.
შობის დღესასწაული მიულოცა მართლმადიდებლებს საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.
შობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში აღნიშნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.
„მინდა მივულოცო მთელ საქართველოს და მინდა ვისურვო, რომ ყველა ოჯახში ყოფილიყოს იმედი, მშვიდობა, წინსვლა და წარმატებები. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთთან მშვიდობიანი ცხოვრება“- თქვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.