გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული ატოციდან მიულოცა.
ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ე.წ. საზღვართან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს შეხვდა. ოპოზიციის ლიდერმა მოძრაობის წევრებს მადლობა გადაუხადა და ქართველ ერს მშვიდობა და სამშობლოს გაერთიანება უსურვა.
„მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით იმ სოფლებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან იმყოფებიან, მინდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო და გულწრფელად ვუსურვო, რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 აღარ იყოს და საშუალება მიეცეს ყველას ვინც აქ ცხოვრობს, თავის სალოცავებში წინაპრების საფლავებზე და იმ მიწაზე მივიდნენ,რომელიც უკვე 3000 წელიწადია ქართული არის“- განაცხადა ვაშაძემ.
ანტისაოკუპაციოა მოძრაობის „ძალა ერთობაშია"-ს დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ გრიგოლ ვაშაძეს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და ყველა პოლიტიკოსს ატოცში ჩასვლისკენ მოუწოდა.
„დღეს გვესტუმრა ბატონი გრიგოლი და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ მორალური მხარდაჭერისთვის, რასაც მისგან ვგრძნობთ. ვისურვებდი, რომ არა მარტო ბატონი გრიგოლი, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკოსები ჩამოსულიყვნენ აქ, დამდგარიყვნენ, ენახათ თავისი თვალით რა ხდება. სიმბოლურად, კარგი იქნებოდა პარლამენტის ერთი სხდომა მაინც ატოცში ჩატარებულიყო, აი, ამ საოკუპაციოა ხაზზე, იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც ყველა უნდა გაერთიანდეს"-განაცხადა ქაცარავამ.