17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
სია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს არასმოსამართლე წევრები უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიის უკან გაწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სია რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია გადაგზავნილი აზარალებს ქვეყნის იმიჯს და საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემას.

მოხდება თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა თავად საბჭოში, ჯერ უცნობია.

„პარლამენტმა აუცილებელია, რომ საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს, ხალხს მოუსმინოს და სია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს არ დაამტკიცოს. იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოს სჭირდება გადარჩენა, თუ უზენაესი სასამართლო აღმოჩნდება კვლავ ჩინჩალაძის ხელში და ისინი გაიმყარებენ ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში, მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა დიდხანს ვეღარ ამოვა იმ ჭაობიდან, რომელშიც ის არის,“-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათ კაციან სიაში შედიან : 

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები