19 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია - მმართველ გუნდს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი უპირისპირდება

როგორ უნდა შეარჩიონ მოსამართლეები, რომლებსაც პარლამენტი უვადოდ დაამტკიცებს - საკანონმდებლო ორგანოს მიერ კრიტერიუმების შემუშავების აუცილებლობაზე პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.

პოლიტიკოსებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები არსებული სიის უკან გაწვევას მოითოხვენ და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ აიღეს დრო, რათა იმსჯელონ არის თუ არა კრიტერიუმები გასაწერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.

„ამის შემდეგ უკვე ამ კრიტერიუმების გაწერის შემდეგ, ან მის გარეშე, პარლამენტი იმსჯელებს რამდენად მისაღებია კონკრეტული პერსონა“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

„ევროპულ საქართველოში“ კი თვლიან, რომ სიის უკან გაწვევა საკმარისი არ არის, ეს სია პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს.

„განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი მე არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლებაა და სანამ ეს გარიგება ივანიშვილსა და სასამართლოს მმართველ ძალას შორის ძალაშია,  რეალურად ჩვენ ვერ მივიღებთ დამოუკიდებელ სასამართლოს,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ სია, რომლის დამტკიცებასაც ხელისუფლება ცდილობს, სრულიად მიუღებელია და სავალალოა ქართული მართლმსაჯულებისთვის. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება. 

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას იმ სიტუაციაზე, რომელიც არის ქართულ მართლმსაჯულებაში. 

უკვე შვიდი წელია ჩინჩალაძე, მურუსიძისა და გვრიტიშვილი და სხვა მოსამართლეების გარემოცვაში ძალიან აქტიურად მუშაობს მართლმსაჯულების კუთხით "ქართული ოცნება" და არავითარი ზნეობრივი დისკომფორტი არ შექმნია"-ამბობს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები