19 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
საგაზაფხულო სესიამდე არსებული დაპირისპირება მოგვარდება - მმართველ გუნდში საერთო ენის გამონახვის აუცილებლობაზე საუბრობენ 

საგაზაფხულო სესიამდე მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება მოგვარდება - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა გააკეთა.

მეზურნიშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის საკითხი ჯერ არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ საკითხებს, დეპუტატის თქმით, მასზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

„აუცილებლად შეიკრიბება უმრავლესობა საგაზაფხულო სესიამდე იანვრის რომელიღაცა რიცხვში და ჩვენ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე რა საკითხებიც არის დაგროვილი,“-ამბობს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.

უმრავლესობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ითხოვს ზაზა ხუციშვილიც. უკვე სამი დღეა კაჭრეთში იმყოფებიან პრემიერი, მინისტრები ასევე პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები.

„მე საერთო ენის გამონახვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ეს სიტუაციაც დალაგდება. ის თემა, რომელმაც გამოიწვია ეს აზრთა სხვადასხვაობა, ვფიქრობ მთელი პარლამენტისთვის ძალიან დამაფიქრებელი თემა არის, ვგულისხმობ მოსამართლეების უვადო გამწესებას,“-ამბობს ზაზა ხუციშვილი.

დღის ამბები