09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

სამხედრო შეტაკებებს დონბასის ოლქში კიდევ შვიდი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. უკრაინის არმია აქ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს. მსხვერპლი მოჰყვა ბოევიკების შეტევას ქალაქ მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ სარტანაშიც. დაიღუპა შვიდი და დაიჭრა თექვსმეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

მარიუპოლის მახლობლად დაიბომბა უკრაინული ჯარის პოზიციებიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მტკიცებით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან სულ 3 ათას 600 ადამიანი დაიღუპა.

პარალელურად, ქვეყნის დიდ ქალაქებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად სახალხო მარშები იმართება. კიევში მომიტინგეები ხელისუფლებისგან დონბასში მებრძოლი ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას და სტეპან ბანდერას მიერ დაარსებულ "უკრაინის მეამბოხეთა არმიის" ოფიციალურ აღიარებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები