28 ივნისი 2024,   00:44
ვრცლად
არეულობა პარიზში - მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პარიზში საპროტესტო ტალღის მეცხრე რაუნდი კვლავ მასშტაბური არეულობით დასრულდა. შეტაკებები მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ელისეს მინდვრებზე გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ძალოვანებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პარიზის მსგავსად, შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებშიც. სულ დაკავებულია 250-მდე დემონსტრანტი, მათგან 150-ზე მეტი პარიზში დააპატიმრეს.

არეულობა დედაქალაქში მომხდარ ტრაგედიას დაემთხვა. ძლიერ აფეთქებას საკონდიტროში სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მეხანძრე და ესპანეთის ერთი მოქალაქე.

დღის ამბები