28 ივნისი 2024,   00:44
ვრცლად
ტერეზა მეი თემთა პალატას ბრექსიტის გარიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ტერეზა მეი თემთა პალატას ბრექსიტის გარიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. "სანდი ექსპრესში" გამოქვეყნებულ სტატიაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი წერს, რომ გეგმის უარყოფა ქვეყნის დემოკრატიაში ნდობის კატასტროფული და მიუტევებელი რღვევა იქნება.

ბრექსიტის საკითხზე ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას პარლამენტმა კენჭი 15 იანვარს უნდა უყაროს, მანამდე კი ლონდონში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები იმართება.

მხარეებს შორის ტრაფალგარის მოედნის მახლობლად დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ ერთი დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეების ნაწილი ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

დღის ამბები