28 ივნისი 2024,   01:00
ვრცლად
მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები სერბეთში

მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები სერბეთში გრძელდება. ბელგრადის ქუჩებში უკვე მეექვსე კვირაა, ათასობით ადამიანი გამოდის და პრეზიდენტ ვუვიჩის პოლიტიკას აპროტესტებს.

დემონსტრანტები მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები მმართველ გუნდს კოსოვოსთან საიდუმლო შეთანხმების მომზადებაშიც ადანაშაულებენ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაპირობაა.

ოპოზიციის აქცია სერბეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინ გაიმართა. რუსეთის ლიდერს ბელგრადში 17 იანვარს ელოდებიან.  

დღის ამბები