09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
აშშ-მ უკრაინის კონფლიქტის გამო პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ვარშავის მახლონბლად მდებარე სამხედრო ბაზაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განათავსეს.

"პეტრიოტის" სისტემები, 30 სამხედრო მანქანა და 100 კაციანი ქვედანაყოფი პოლონეთში ვაშინგტონმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გამო გაგზავნა. ამერიკელი ჯარისკაცები პოლონელ კოლეგებს "პეტრიოტების" მართვას შეასწავლიან.

სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ვაშინგტონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც გაგზავნა, სადაც ნატოს მასშტაბური წვრთნები იწყება. ამერიკული ტანკები და სამხედრო მანქანები ჯერ ესტონეთში განალაგეს, რის შემდეგაც მათ უკვე ლატვიისა და ჩეხეთის გავლით გერმანიაში გადასხავენ. ერთობლივი წვრთნები სწორედ ვილსეკის პოლიგონზე იგეგმება.

დღის ამბები