19 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ეს სიზმარი მოუყვეს პროკურატურას, დაკითხონ და წყარო დაასახელოს - ბესელია ექსპერტ გია აბაშიძის ბრალდებებზე

ეს სიზმარი მოუყვეს პროკურატურას, დაჰკითხონ და წყარო დაასახელოს - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ ექსპერტ გია აბაშიძის შესახებ გააკეთა. 

ექსპერტმა გია აბაშიძემ ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. აბაშიძის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა.

 „ეს სიზმარი მოუყვეს პროკურატურას, დაკითხონ და წყარო დაასახელოს. მე არ მაინტერესებს ასეთი არასერიოზული თემების კომენტირება, მე მაინტერესებს ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც იმაში, რასაც აკეთებენ ფულს რომ იღებენ და ის როგორც არის, ექსპერტის როლში საუბრობდა და ამაში ფულს იღებდა, ასეთმა ადამიანებმა უბრალოდ პასუხი აგონ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები