28 ივნისი 2024,   01:21
ვრცლად
ბრექსიტი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ისტორიული კენჭისყრისთვის ემზადება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ისტორიული კენჭისყრისთვის ემზადება. თემთა პალატა დღეს გადაწყვეტს დატოვებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ან რა პირობებით გამოვა ქვეყანა ორგანიზაციიდან.

ბრექსიტი 2019 წლის 29 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა დეპუტატების უმრავლესობას არ მოსწონს ბრექსიტის გეგმა, რომელიც ტერეზა მეიმ ბრიუსელთან შეათანხმა.

როგორც მოსალოდნელია პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენს, რასაც დიდი პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება.

არ არის გამორიცხული ტერეზა მეიმ პრემიერის თანამდებობა დატოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. თუ პრემიერი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ლეიბორისტები პარლამენტში მთავრობის უნდობლობის ვოტუმის საკითხს დააყენებენ.

დღის ამბები