28 ივნისი 2024,   01:35
ვრცლად
უხელფასობის გამო თეთრი სახლის შეფმზარეული სამსახურში არ დადის - ტრამპი სტუმრებს ჰამბურგერებით და პიცით გაუმასპინძლდა 

დონალდ ტრამპი სტუმრებს ჰამბურგერებით და პიცით გაუმასპინძლდა. სწრაფი კვების რესტორნების საკვები თეთრ სახლში ე.წ. შათდაუნის ფონზე მიიტანეს.

უხელფასობის გამო თეთრი სახლის შეფმზარეული სამსახურში არ დადის. კრიზისი უკვე 24 დღეა გრძელდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი და კონგრესი ბიუჯეტის პროექტზე ვერ თანხმდებიან. დემოკრატები მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გამოყოფას არ თანხმდებიან. დაფინანსების გარეშე დარჩენილი მთავრობა ნაწილობრივ არ მუშაობს. 

დღის ამბები