19 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
კრიზისული მომენტები და ეტაპები კიდევ გაგრძელდება მმართველ გუნდში - ექსპერტი გია აბაშიძე ბესელიას პასუხობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას კრიტიკას ექსპერტი გია აბაშიძე პასუხობს. 

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ანალიტიკოსი, გია აბაშიძე აცხადებს, რომ ბესელიას საკითხი არ ამოწურულა და რომ გუნდში კრიზისი კიდევ გაგრძელდება.

აბაშიძის თქმით, გუნდში მრავლად არიან ადამიანები, ვისთვისაც ოდიოზური მოსამართლეების სია მიუღებელია.

მანამდე ის პროგნოზირებდა, რომ ბესელიას გარიცხავდნენ „ქართული ოცნებიდან“ და საუბრობდა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ კორუფციული ხასიათის გამოძიებაზეც.

„მე დავწერე 2 იანვარს ვარაუდები და პროგნოზები, რა არის მოსალოდნელი გუნდში, რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც, რომ საინტერესოდ და დინამიურად გამწვავდა კრიზისი. გარდა ქალბატონი ბესელიასი, მმართველ გუნდში სხვებსაც აქვთ საწინააღმდეგო მოსაზრებები ამ ავადსახსენებელ ოდიოზურ სიასთან დაკავშირებით, თუმცა, მათი გაკრიტიკება მმართველი გუნდიდან ჩაჩოჩება, ვერ ვიხილეთ ჩვენ დღის წესრიგში. კრიზისული მომენტები და ეტაპები, ჩემი შეფასებით და ვარაუდით, კიდევ გაგრძელდება ამ მმართველ გუნდში,“ - განაცხადა აბაშიძემ.

გია აბაშიძემ კორუფციულ გარიგებაში ეკა ბესელიას სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ექსპერტის ინფორმაციით, ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა.

ეკა ბესელიამ გია აბაშიძის განცხადებას აბსურდული უწოდა და ექსპერტის მისამართით აღნიშნა, რომ „ეს სიზმარი მოუყვეს პროკურატურას, დაკითხონ და წყარო დაასახელოს“.

დღის ამბები