19 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - პრეზიდენტი მეგობარ ქვეყანას კვლავ არ ულოცავს 

 

უკრაინას ავტოკეფალიის მიღებას პრეზიდენტი მე-10 დღეა, არ ულოცავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს მკაფიო განცხადება უკვე გააკეთა და პოზიციის დაფიქსირება დამატებით აღარ იგეგმება.

 

„პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან დეტალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და იმაზე მეტი განცხადების გაკეთება მე არ შემიძლია,“ - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ.

 

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მან, როგორც მოქალაქემ, საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით იცის, რა მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, მილოცვისგან თავს შეიკავებს, რადგან აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამ მილოცვას მოჰყვეს.

 

ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს, რადგან ამ დრომდე არ დაუფიქსირებია ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიცია.

 

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მილოცვის მოთხოვნით დღეს პეტიცია შეიქმნა. საქართველოს ეკლესიის წევრები ​წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ. შეიქმნა სპეციალური პეტიცია სახელწოდებით - "უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს", სადაც განმარტებულია მხარდაჭერის მიზეზები.

პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

დღის ამბები