26 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა თბილისში შესაძლოა, ექს-პრეზიდენტის სიძის სამეგობროს უკავშირდებოდეს

სროლა ვერაზე - შეიარაღებული თავდასხმა თბილისში შესაძლოა, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის სამეგობროს უკავშირდებოდეს.

ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე საათის წინ ისროდნენ. თავდამსხმელის სამიზნე იყო მამაკაცი, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იჯდა.

მანქანა მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მას ესროლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები