17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ემოციური ქმედება - მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე განცხადებს აკეთებს. მიხეილ გიორგაძე ტაძრის წინამძღოლის გადაწყვეტილებას ემოციურს უწოდებს.

მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, რომელიც არსებული ვითარების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.

იგეგმება ახალ ადგილზე გარემოვაჭრეების გადაყვანაც. ტაძარი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, უკვე მესამე დღეა, დაკეტილია.

„გარემოს არ შეეფერება ის ვითარება, რომელიც ჯვრის მონასტერთან შექმნილია. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, განვსაზღვრავთ ადგილს, სადაც გადავიყვანთ გარემოვაჭრეებს. მე დავარქმევდი წინამძღვრის ამ ქმედებას ემოციურს,“- განაცხადა გიორგაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები